თურქეთის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა BtcTurk გაძარცვეს!
ვრცელდება ინფორმაცია 55 მილიონი დოლარის მოპარვის შესახებ
თურქეთის უდიდესი კრიპტო ბირჯა BtcTurk-მა, შაბათს გამოაცხადა რომ გახდა კიბერ-თავდასხმის მსხვერპლი. ამავდროულად პოპულარულ Bitcoin-ის ანალისტმა განაცხადა, რომ დაახლოებით 55 მილიონი დოლარი არის მოპარული.
დადის ჭორები რომ კიბერ-თავდასხმის მსხვერპლი მხოლოდ დიდი ექაუნთებია. BtcTurk-მა განაცხადა რომ თავისი საფულეები დაცულია მაგრამ, ისინი განაცნობიერებენ თავიანთ მომხმარებლების ზიანს და მიმდინარეობს გამოძიება.
განცხადებაში მოხსენიებულია რომ BtcTurk-მა განიცადა კიბერ-თავდასხმა 22 ივნისს 2024 წელს, რამაც გამოიწვია უნებართვო თანხის გამოტანა. თავდასხმის მსხვერპლი გახდა 10 კრიპტო ვალუტა ცხელ საფულეებზე. რაც იმას ნიშნავს რომ ასეტების უმეტესობა შერჩენილია ცივ საფულეებზე.
ბირჟამ დაარწმუნა მომხმარებლები, რომ მისი ფინანსური სიძლიერე აღემატება დაზარალებულ თანხებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის აქტივებზე ზემოქმედებას ამ დანაკარგებით. მათ ასევე აღნიშნეს საკითხზე დეტალური გამოძიების ჩატარება და აცნობეს უსაფრთხოების ორგანოებს.
სიფრთხილის მიზნით, BtcTurk-მა დროებით შეაჩერა კრიპტოვალუტის შეტანა და გატანა, სანამ მათი გუნდი აწარმოებს საფუძვლიან გამოძიებას და თანამშრომლობს ოფიციალურ ხელისუფლებასთან. ისინი აპირებენ ამ ოპერაციების დაუყოვნებლივ განახლებას, როგორც კი მათი გამოძიება დასრულდება.
კრიპტოვალუტები დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქეთში, მეტიც, თურქეთი ითვლება მსოფლიოს სიდიდით მე-4-ე კრიპტო ბაზარი.